#ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის_4

37 Просмотры
Издатель
არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის - ნაწილი 4

დასაწყისისთვის იხ. არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის -
ნაწილი 1 - https://youtu.be/h1yDskmkjY4
ნაწილი 2 - https://youtu.be/4SRQk6t1iXM
ნაწილი 3 - https://youtu.be/c9fgingn1Dk

არჩილ ჯორჯაძის (1872-1913 წწ.) - დიდი ქართველი პატრიოტის, პირველი ეროვნული - სოციალისტურ-ფედერალისტური - პარტიის თანადამაარსებლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის შემოქმედება ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩემი მიზანია, რომ ეს ხარვეზი შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას. ფილოსოფიის არხზე აიტვირთება ვიდეოები, სადაც ჯორჯაძის შემოქმედება განსხვავებულ - ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ, პოსტკოლონიურ და სხვ. - ჭრილში იქნება განხილული. დარწმუნებული ვარ, რომ არჩილ ჯორჯაძის მრავალმხრივი შემოქმედება დღესაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის.

ამ ვიდეოდან შეიტყობთ:

- რა ვითარება იყო რუსეთსა და საქართველოში 1860-იან წლებში;
- ვინ იყვნენ „რაზნოჩინცები“;
- რა თავისებურება ახასიათებდა სამოციანი წლების ქართულ ინტელექტუალურ დისკურსს;
- რატომ ვერ გაუგო, ჯორჯაძის აზრით, გიორგი წერეთელმა ნიკოლოზ ბარათაშვილს;
- რატომ არ არის, ჯორჯაძის თანახმად, თეატრი ხალხის აღმზრდელი სკოლა;
- ჯორჯაძის შეხედულებებს ხელოვნების დანიშნულების შესახებ;
- რას ამბობდნენ რუსეთის განვითარების გზის შესახებ გერცენი, სლავოფილები და „ნაროდნიკები“ („ხალხოსნები“);
- როგორი გამოხატულება ჰპოვა ხალხოსნურმა იდეებმა 1860-იანი წლების ქართულ პრესასა და სინამდვილეში;
- რამ შეუშალა ხელი, ჯორჯაძის აზრით, კოოპერატიული მოძრაობის განვითარებას საქართველოში;
- რა უწყობდა ხელს და რა აფერხებდა ქართული პრესის განვითარებას 1870-იან წლებში;
- როგორ იწყებოდა პირველი ქართული ფემინისტური მოძრაობა და ვინ იდგა მის სათავეებთან.
Категория
Рак ЖКТ
Комментариев нет.